ბათუმის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ჩხუბი ბათუმის საკრებულოში – სხდომათა დარბაზში ერთმანეთს გახარიას პარტიის და “ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ჩხუბის მიზეზი მშენებლობის ნებართვების გაცემის წესში დაგეგმილი ცვლილებები გახდა. მმართველი პარტიის აგრესია ოპოზიციის კითხვას მოჰყვა. პარტია “საქართელოსთვის” წევრი, აკაკი ღვინიანიძე, დაინტერესდა, იმ ტერიტორიებზე, სადაც მშენებლობის ნებართვები გაიცემა, იყო თუ არა გათვალისწინებული ადგილები ავტოსადგომებისთვის.

ოპოზიცინერი დეპუტატის კითხვამ “ქართული ოცნება” გააღიზიანა. ჯერ ერთმანეთი გალანძღეს, შემდეგ კი ბოთლები ესროლეს. მამაკაცი დეპუტატების გაშველება ქალ დეპუტატებს მოუწიათ.

მომხდართან დაკავშირებით ინციდენტში მონაწილე მხარეებს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაშიაიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაქობულეთის რამდენიმე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა