ნაუსედა – საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებები აჩვენებს, რომ ქვეყანა შორდება ევროპულ იდეალებს

საქართველოში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს, – ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ ლიეტუვაში პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გიტანას ნაუსედას თქმით, ეს ნამდვილად აბრკოლებს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის შეუფერხებელ სვლას.

„სამწუხაროდ, ეს მოვლენები, იქ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, საქართველო, კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს და ეს ნამდვილად აბრკოლებს ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებელ სვლას. ასე რომ, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა ნაუსედამ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – სასწრაფოდ გვჭირდება შორი მოქმედების იარაღი, „პეტრიოტის“ სისტემები და რაკეტები, მათ ნამდვილად შეუძლიათ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა
შემდეგი სტატიარუსეთმა გასულ ღამეს უკრაინის სამ ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა დარტყმები