ოსტინი – აშშ უკრაინას ექვსი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

შეერთებული შტატები უკრაინას ექვსი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს ამერიკელი მწარმოებლებისთვის იარაღის შეკვეთის ფარგლებში, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე დიდი ვალდებულება, რომელსაც შეერთებული შტატები ახორციელებს უკრაინის დასახმარებლად.

შეკვეთა მოიცავს „პეტრიოტისა“ და „ნასამსის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკული კომპონენტების შეძენას, უფრო მეტ უპილოტო აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს, საარტილერიო საბრძოლო მასალის და „ჰაერი-მიწა“ საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას. თანხები ასევე დაფარავს არსებული ობიექტების მოვლა-პატრონობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის საჭიროებებს.

„ეს საშუალებას მოგვცემს, შევისყიდოთ უკრაინისთვის დამატებითი დახმარება ამერიკული თავდაცვის ინდუსტრიისგან. ეს საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს დაუყოვნებლივ გაგზავნოს კრიტიკული საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და ჯავშანტექნიკის შესაძლებლობები ჩვენი სამხედრო რეზერვიდან უკრაინაში. ვაშინგტონი აგრძელებს მოლაპარაკებებს თავის მოკავშირეებთან უკრაინის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის „პეტრიოტის“ მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს „პეტრიოტი“, აფასებს მას. მომავალში ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, ვიმუშაოთ რიგ ქვეყნებთან „პეტრიოტის“ დამატებითი სახსრების მოსაპოვებლად“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო – საქართველოს ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას
შემდეგი სტატიაზელენსკი – სასწრაფოდ გვჭირდება შორი მოქმედების იარაღი, „პეტრიოტის“ სისტემები და რაკეტები, მათ ნამდვილად შეუძლიათ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა