ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

სიტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან ქობულეთის მუნიციპალიტეტეში, სადაც დილიდან განახლდა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. ადგილზე მუშაობენ ასევე გეოლოგები, რომელთა დასკვნის შემდეგ გადაწყდება, საჭიროებენ თუ არა დაზარალებული ოჯახები გასახლებას.

ამ დროისთვის გარე სამყაროსაა მოწყვეტილი მოსახლეობის ნაწილი, 600 ოჯახი კვლავ სასმელი წყლის გარეშეა. ელექტროენრეგიის მიწოდება კი, განახლდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, მოხერხდა გზების ნაწილის გაწმენდა, თუმცა 9 უბანი ისევ დამეწყრილია.

სოფელ ქობულეთიდან ევაკუირებულ ერთ ოჯახს ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავშესაფარი გამოუყო. 5 ოჯახი კი, ღამეებს ახლობლებთან ათევს.

banner
წინა სტატიაშიწაღვერში ცეცხლის ღია კერები აღარ არის – ხანძრის ჩაქრობის პროცესში დილიდან ჩაერთო ავიაცია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში მორიგ განცხადებას გააკეთებს