წაღვერში ცეცხლის ღია კერები აღარ არის – ხანძრის ჩაქრობის პროცესში დილიდან ჩაერთო ავიაცია

წაღვერში ცეცხლის ღია კერები აღარ არის და ამ ეტაპზე რამდენიმე ადგილას მხოლოდ დაკვამლიანებაა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ცოტა ხნის წინ ჩაერთო ავიაციაც, 4 ვერტმფრენი, ერთი, ქართული, ერთი აზერბაიჯანული და 2 თურქული.

ავიაცია ძირითადად ცოცხალი ძალისთვის მიუვალ ადგილებში მუშაობს. მობილიზებულია 500-ზე მეტი ცოცხალი ძალაც. სამუშაობი ძირითადად სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ცეცხლის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირბეით ამ დროისთვის კონკრეტული ვერსია არ აქვთ, თუმცა განიხილება ბრაკონიერეობა და ხანძართან შესაძლო კავშირი, რადგან ცეცხლის ლოკალიზების დროს ტყეში მოჭრილი ხეები იპოვეს, რის შემდეგაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშობა დაიწყეს.

ოფიციალური ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე დიასპორასთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტში სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ შეხვედრას გამართავს
შემდეგი სტატიაქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან