მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში მორიგ განცხადებას გააკეთებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში მორიგ განცხადებას გააკეთებს. პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის “ ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში ქალაქ გლუხოვის მერთან ერთად ჩავა.

პარტიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად მინისტრთა კაბინეტის შენობასთან სიტყვით, ადგილობრივი დროით 10 საათზე გამოვა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამჟამად ჩერკასში იმყოფება.

ქალაქში გამართულ შეხვედრებსა და საზღვრის გადაკვეთის შესახებ მიმდინარე სასამართლო პროცესზე მან ტელეკომპანია „NEWS ONE”-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. გადაცემაში სტუმრად ქალაქ ჩერკასისა და გლუხოვის მერებიც იყვნენ.

„ეთერში გავიდა რუსი პრანკერების საუბარი მოსამართლესთან. მას ეგონა, რომ პრეზიდენტის ადმინისტაციის წარმომადგენელს ესაუბრებოდა და მიღებული დავალებების შესრულების პირობა დადო. ეს მოსამართლე ციხეში ინდა იჯდეს და ეს ასეც მოხდება, როგორც ყველა გაყიდული მოსამართლეს შეთხვევაში. იმისთვის, რომ 130 დოლარით დავეჯარიმებინე, დიდი ფინანსური რესურსები გახარჯეს, რადგან ამ საქმეში საზღვრის დაცვის არაერთი წარმომადგენელი იყო ჩართული.

“ჩერკასში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან გაიმართა შეხვედრები. იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ახლა თუ არ გავერთიანდით თუ არ დავასრულეთ ხელისუფლების თავგასულობა თუ არ გავესაუბრეთ მოსახლეობას და მათი მკაფიო მოთხოვნები არ გადავეცით კიევს, ჩვენ არ გვექნება შემდეგი არჩევნები. ზოგიერთ ჩვენგანს მოქალაქეობას წაართმევენ, ზოგიერთს ქვეყნიდან გააძევებენ, თანამდებობიდან გადააყენებენ ან უბრალოდ შანტაჟს მოუწყობენ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა” იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტთან მიმართებაში ვეტოს უფლებას გამოიყენებს