ქიმიური იარაღის ექსპერტები შეისწავლიან ნივთიერებას, რომლითაც სკრიპალი მოწამლეს

დღეს ბრიტანეთში საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი ჩავა, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება შეისწავლონ, რომელითაც მოწამლეს სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დელეგაცია პორტონ-დაუნის სამხედრო ლაბორატორიას ესტუმრება, რომელიც სოლსბერისთან, სადაც სკრიპალი მოწამლეს, ახლოს მდებარეობს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი, რომელმაც ადრე რუსეთს ბრალი დასდო ქიმიური იარაღის შენახვაში, დღეს ბრიუსელში მიემგზავრება, რომ ევროკავშირისგან და ნატოსგან სამომავლო მხარდაჭერა მიიღოს.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ლონდონთან ახლოს მდებარე სოლსბერიში მოწამლეს. ბრიტანეთის მტკიცებით, გამოყენებული იყო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება “ნოვიჩოკი”, რომელიც საბჭოთა კავშირში გამოიგონეს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი ნარკოდილერების სიკვდილით დასჯის ინიციატივით გამოვიდა
შემდეგი სტატიაისრაელში ფრანგი დიპლომატი დააკავეს პალესტინელებისთვის იარაღის მიწოდების ბრალდებით