ისრაელში ფრანგი დიპლომატი დააკავეს პალესტინელებისთვის იარაღის მიწოდების ბრალდებით

საფრანგეთის მოქალაქე, იერუსალიმში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი რომენ ფრანკი ისრაელიდან პალესტინაში იარაღის უკანონო გადატანის ბრალდებით იერუსალიმში დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაცია 19 მარტს ისრაელის მთავრობამ გაავრცელა. მათი განცხადებით, დიპლომატს იარაღი საკუთარი მანქანით გადაჰქონდა, რომელიც საზღვარზე შემოწმებას არ გადიოდა.
სულ, აღნიშნულ საქმეზე 9 ეჭვმიტანილია დაკავებული, მათგან ექვსი დღეს წარსდგება სასამართლოს წინაშე. გამოძიების ინფორმაციით, ფრანგი და რამდენიმე პალესტინელი იარაღის ვაჭრობაში იყვნენ ჩართულები.
ფრანკის საქმიანობაზე საფრანგეთის გენერალურ საკონსულოს ინფორმაცია არ გააჩნდა. ის სულ ხუთჯერ გადავიდა პალესტინაში და გადაიტანა 70 პისტოლეტი და ორი ავტომატი. მისი მოტივი მხოლოდ ფინანსური მხარე იყო.

banner
წინა სტატიაშიქიმიური იარაღის ექსპერტები შეისწავლიან ნივთიერებას, რომლითაც სკრიპალი მოწამლეს
შემდეგი სტატია16 ჰექტარი საყდრისში – დღეს გაირკვევა ვინ გახდება მიწის მფლობელი