ქილერს ლავროვის გოგოსა და ცოლის მკვლელობა შეუკვეთეს

qileriii

სპეცსამსახურები ეძებენ უცნობს, რომელმაც ქილერს ალექს შერსტობიტოვს, რომელიც ახლა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის სასჯელს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილის და მეუღლის ეკატერინე ვინოკუროვას მკვლელობა შეუკვეთა 500 მილიონი დოლარის სანაცვლოდ.

როგორც გამოცემა “გაზეტა.რუ” წერს, წერილი პირდაპირ კილერამდე არ მისულა, რომელიც სასჯელს იხდის, არამედ- საიტზე, სადაც დაქირავებული მკვლელის შემოქმედებაა გამოქვეყნებული. შერსტობიტოვის წარმომადგენლის ტატიანა აზანოვას თქმით, მსგავსი შინაარსის წერილი პირველად მიიღეს.

ალექსეი შერსტობიტოვი, იგივე ლიოშა-ჯარისკაცი პროფესიონალი მკვლელია, რომლის სახელსაც დამტკიცებული 12 მკვლელობა უკავშირდება. მიმდინარე მომენტში ის 23 წლიან სასჯელს იხდის. შერსტობიტოვი არის წიგნის “ლიკვიდატორი. ლეგენდარული მკვლელის აღიარება”-ს ავტორი.

banner
წინა სტატიაშიგატაცებულ გოგონას სავარაუდოდ ერთ საათში გაათავისუფლებენ
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეაში გენშტაბის ახალი მეთაური გამოჩნდა