გატაცებულ გოგონას სავარაუდოდ ერთ საათში გაათავისუფლებენ

3 დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას ახლობლები და მშობლები გოგონას დაბრუნებას პოლიციის შენობასთან ელოდებიან.
როგორც სამირა ბაირამოვას დედამ, ნაილა გურბანოვამ განაცხადა, ისინი ესაუბრნენ პოლიციის წარმომადგენლებს, ამის შემდეგ მათ დაურეკეს გამტაცებლებმა და უთხრეს, რომ სამირა ბაირამოვას დააბრუნებდნენ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციიდან განცხადებას გაიტანენ.

“მე მქონდა საუბარი პოლიციასთან. ამის შემდეგ დამირეკეს გამტაცებლებმა და მითხრეს, რომ ჩვენ შვილს დააბრუნებენ იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას პოლიციიდან გამოვიტანთ და ველოდებით ჩვენი შვილის დაბრუნებას. მეტი დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ ჯერ ვაპირებ აქ, პოლიციასთან გაჩერებას”, – აღნიშნა ნაილა გურბანოვამ.

გოგონა კონტაქტზე გამოვიდა და შველა ითხოვა.
როგორც ფონიჭალაში, პოლიციასთან გამართულ აქციაზე ბაირამოვას ერთ-ერთმა ახლობელმა განაცხადა, სამირა ბაირამოვამ ფარულად მოახერხა ბიძასთან დარეკვა და შველა ითხოვა. მისივე თქმით, ბაირამოვამ აღნიშნა, რომ “სადღაც პარლამენტის შენობასთან” იმყოფება. სატელეფონო ზართან დაკავშირებით, ბაირამოვას დედა და ბებია პოლიციის შენობაში იმყოფებიან.

3 დღის წინ გატაცებული სამილა ბაირამოვას ოჯახის წევრები და ახლობლები ქვემო ფონიჭალაში პოლიციის შენობასთან არიან შეკრებილები. სამილა ბაირამოვას ახლობლები პოლიციას უმოქმედებაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშიხობის მოსახლეობა გახარჯული ელექტროენერგიის გადასახადის განახევრებას ითხოვს
შემდეგი სტატიაქილერს ლავროვის გოგოსა და ცოლის მკვლელობა შეუკვეთეს