ქეთი დოლიძე – კინომსახიობთა თეატრში გიორგი სიხარულიძეს ცხოვრებაში არც ერთი სპექტაკლი არ დაუდგამს

კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე აცხადებს, რომ 17 სექტემბრამდე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რჩება და ამ დრომდე აქვს მას უფლებამოსილება.

ს ქეთი დოლიძემ კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის გადაწყეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც კინომსახიობთა თეატრს გიორგი სიხარულიძე უხელმძღვანელებს.

“დასი ისრაელიდან 5 სექტემბერს ჩამოვა. ესეც მზაკვრული გეგმაა, დასის ჩამოსვლას არ დაელოდნენ. ვინც სიხარულიძეს ხელი მოუწერა 10 შტრეიკბრეხერი და კოლაბორაციონისტი გრიგოლეთში ისვენებს. დასმა თქვა, რომ ამას არ დაუშვებდა. არ მაინტერესებს ნაციონალი გიორგაძე, ეგრე მომხსნა რურუამაც. გავიდა დრო და დამაბრუნეს. გიორგი სიხარულიძეს ცხოვრებაში არც ერთი სპექტაკლი არ დაუდგამს ამ თეატრში. რა უნდა ველაპარაკო ადამიანს, რომელიც ფანჯრიდან მოძვრება თეატრში”, – აცხადებს ქეთი დოლიძე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კინომსახიობთა და თოჯინების თეატრებში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნას ხელი მოაწერა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი – ცეცხლის ღია კერები აღარ გვაქვს, ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არის
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი – შეიძლება ითქვას, რომ აბასთუმნის ტყეში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია