“ქართული ოცნების” ოფისთან დაკავებული აქტივისტები სასამართლოდან გაათავისუფლეს

“ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებული 5 სამოქალაქო აქტივისტი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაათავისუფლეს – სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საქმის გადადებასთან დაკავშირებით.

შემდეგი სასამრთლო პროცესი 29 აპრილს გაიმართება.

გათავისუფლებული სამოქალქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი უკნანონოდ დააკავეს. ამის მიუხედავად ისინი საპროტესტო აქციებს კვლავ გააგრძელებენ.

დღეს, 27 მარტს, “ქართული ოცნების” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისის კედლებზე ბერა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერების გაკვრა დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშითბილისში ქალის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიავაქცინაცია ჩაწყობით, ჯანდაცვის მინისტრისა და “ოცნების” დეპუტატის მიმოწერა (ვიდეო)