ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინციდენტის სამიზნე ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სამი სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოქალაქეა. უწყების ცნობით, დაჭრილია 12 ადამიანი, რომელთაგან 5 სამოქალაქო პირია.

ჯერჯერობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

banner
წინა სტატიაშიადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია, მაგრამ საქმე 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება – იონათამიშვილი უგულავაზე
შემდეგი სტატიასაქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც თბილისის რუსოფობიური კამპანია შეწყდება