ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია, მაგრამ საქმე 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება – იონათამიშვილი უგულავაზე

გიგი უგულავას დაკავებას უმრავლესობაში ეხმაურებიან. დეპუტატ რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას, თორემ ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია.

“ადამიანის ციხეში წასვლა არავის უხარია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას. ჩვენ ვნახეთ ჩვენი ცალკეული ამერიკელი კოლეგების განცხადებები, რომელიც სუბიექტურად მიწოდებული ინფორმაციის ხარჯზე გაკეთდა. ისიც კარგად ვნახეთ, თუ როგორ შეიცვალა ინფორმაციის ობიექტურად მიწოდების შემდეგ მათი განცხადებები. აქაც მსგავს საკითხებთან გვაქვს საქმე და უფრო აქტიური თანამშრომლობით მივიღებთ ობიექტურ და პოზიტიურ შეფასებებს,” – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიციხეში მყოფი გიგი უგულავა იქნება ბევრად საშიში, ვიდრე გარეთ მყოფი
შემდეგი სტატიაქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა