ქაბულის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 28 და დაშავდა 327 ადამიანი

ქაბულის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 28 და დაშავდა 327 ადამიანი. ამის შესახებ ავღანეთის დედაქალაქის პოლიციის უფროსმა განაცხადა. მსხვერპლთა შორის უმეტესობა სამოქალაქო პირია. საავადმყოფოში მყოფი დაშავებულთაგან ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის ბევრი ბავშვი და ქალია.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ქაბულის ცენტრში აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თავდასხმის შემდეგ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ქალაქის ცენტრში ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი შეიარაღებული პირი სამართალდამცველებმა მოკლეს.

თავდასხმა დილის პიკის საათში ქაბულის იმ რაიონში განხორციელდა, სადაც სამთავრობო უწყებებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებია განთავსებული. თავდასხმის სავარაუდო სამიზნე ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის შენობა იყო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “თალიბანმა” აიღო.

banner
წინა სტატიაშითედო ჯაფარიძე: ჩვენი დიდი მიზანი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას ეხება, სულ მალე განხორციელდება
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებენ