თედო ჯაფარიძე: ჩვენი დიდი მიზანი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას ეხება, სულ მალე განხორციელდება

ჩვენი დიდი მიზანი, რომელიც ვიზების ლიბერაციზაციასთან არის დაკავშირებული, სულ მალე განხორციელდება – ამის შესახებ თედო ჯაფარიძემ სტრასბურგში განაცხადა.

თედო ჯაფარიძის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროკომისიის განწყობას, რომ საქართველომ ყველაფერი შეასრულა.

“ბატონმა იუნკერმა თქვა, რომ საქართველომ დაიმსახურა ვიზების ლიბერალიზაცია, რადგან საქართველოს მთავრობამ შეასრულა ყველა საშინაო დავალება. ამიტომ შეხვედრაზე, რომელიც ჟან-კლოდ იუნკერს ექნება საქართველოს პრემიერთან, ვფიქრობ კიდევ ერთხელ დაადასტურებს პირად განწყობას, ევროკომისიის განწყობას, რომ საქართველომ ყველაფერი შეასრულა და ის ჩვენი დიდი მიზანი, რომელიც ვიზების ლიბერაციზაციასთან არის დაკავშირებული, სულ მალე განხორციელდება”. – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: ჟან-კლოდ იუნკერის განცხადება ძალიან ნათელი და გარკვეული იყო
შემდეგი სტატიაქაბულის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 28 და დაშავდა 327 ადამიანი