პუტინმა სამთავრობო ცვლილებებზე განაცხადა

რუსეთის მოქმედმა და მომავალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ მთავრობაში ცვლილებებს განახორციელებს, რომელიც 7 მაისს ჩატარდება. “ახლა იმაზე ვიფიქრებ, რა და როგორ უნდა გაკეთდეს” – ასე უპასუხა პუტინმა რუსი ჟურნალისტის შეკითხვას ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში გვიან საღამოს.
მან, ასევე თქვა, რომ ჯერჯერობით რა აპირებს საკონსტიტუციო რეფორმებს და ხაზი გაუსვა იმას, რომ 2030 წელს მისი საპრეზიდენტო სავარძელში შესაძლო დაბრუნება სასაცილოა.
უკრაინის მთავრობის მიერ აკრძალვას, რომლის გამოც რუსეთის მოქალაქეებმა დღეს არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღეს, ამაზრზენი და საერთაშორისო ნორმების დარღვევა უწოდა და დააზუსტა, რომ ამის გამო რუსეთი საპასუხო ზომების მიღებას არ აპირებს.

50% საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შედეგად პუტინი უპირობოდ ლიდერობს, მას ამომრჩევლების 75,01%-მა მისცა ხმა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დარღვევებით მინდინარეობს
შემდეგი სტატიაჰორსტ ზეეჰოფერი დეპორტაციის დაჩქარებას ითხოვს