ჰორსტ ზეეჰოფერი დეპორტაციის დაჩქარებას ითხოვს

გერმანიის ახალ შს მინისტრს სურს იმ მიგრანტების გაძევების პროცედურის დაჩქარება, რომელთაც გერმანიაში ლეგალურად ყოფნის დოკუმენტები არა აქვთ. “არსებობს რეალური პრობლემა – იმ უცხოელების გაძევება, რომელთაც თავშესაფარი არა აქვთ მიღებული” – 18 მარტს ARD-თან ინტერვიუში განაცხადა და პირობა დადო, რომ პოსტზე ყოფნის პერიოდში ერთ-ერთი პირველი, რასაც იზამს, ამ პრობლემაში გარკვევაა: “რატომ არის ეს ასე, რა კანონებია შესაცვლელი, რა პროცედურებია შესაცვლელი” – განაცხადა ჰორსტ ზეეჰოფერმა და აღნიშნა, რომ აპირებს “შესაბამისი ზომების მიღებას”. ამ ზომებში იგულისხმება გერმანიასა და იმ მხარეებს შორის, საიდანაც მოვიდნენ უცხოელები, დადებული შეთანხმების გააქტიურება და სხვა.
ადრე შს მინისტრმა განაცხადა, რომ ისლამი გერმანიის ნაწილი არ არის, ის ანგელა მერკელის საემიგრაციო პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა სამთავრობო ცვლილებებზე განაცხადა
შემდეგი სტატიააღმოჩენილია ფულის მომპარავი პროგრამა ანდროიდისთვის