პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას საპრეზიდენტო არჩევნებში ორჯერ მონაწილეობის უფლებას აძლევს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში – რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ შესაბამისი კანონი 24 მარტს მიიღო. დოკუმენტი შექმნილია რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის იმ მუხლის რეალიზაციისთვის, რომლის თანახმადაც, მოქმედ ქვეყნის ხელმძღვანელს საპრეზიდენტო არჩევნების ვადები გაუნულდა. ამდაგვარად, პუტის უფლება აქვს ორი მოწვევა ისევ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. კანონი უმაღლეს პოსტზე კანდიდატებისთვის მოთხოვნებს ამკაცრებს. ამდაგვარად, პრეზიდნეტი შესაძლებელია გახდეს რუსეთის მოქალაქე, არა უმცირეს 35 წლისა, რომელიც ქვეყნის ტერიტოპრიაზე უკანასკნელი 25 წელი შეუწყვეტლად ცხოვრობდა, გარდა ამისა, იმ პირობით, რომ ის არასდროს ყოფილა სხვა ქვეყნის მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიჯანეზაშვილი: მოქმედმა მოსამართლემ შვებულება აიღო, წავიდა აშშ-ში და დარჩა
შემდეგი სტატიაIRI: მოსახლეობის 59%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება