ჯანეზაშვილი: მოქმედმა მოსამართლემ შვებულება აიღო, წავიდა აშშ-ში და დარჩა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ცნობით, მოქმედმა მოსამართლე მაია სვიანაძემ შვებულება აიღო, ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან წავიდა და იქ დარჩა. ჯანეზაშვიი წერს, რომ სვიანაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება აშშ-დან გამოუგზავნა.

“ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა.

იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში”,– წერს ჯანეზაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში მილიონობით კოვიდ-ვაქცინა უნდა გაანადგურონ
შემდეგი სტატიაპუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას საპრეზიდენტო არჩევნებში ორჯერ მონაწილეობის უფლებას აძლევს