პუტინმა კადიროვს ჩეჩნეთის ხელმძღვანელად ხელახლა კენჭისყრა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის ხელმძღვანელს რამზან კადიროვს შესთავაზა რეგიონის ხელმძღვანელის პოსტზე ხელახლა იყარს კენჭი – არჩევნები 19 სექტემბერს არის დაგეგმილი. კადიროვსა და პუტინს შორის დიალოგი დღეს, 23 ივნისს შედგა. “როგორც თქვენი ერთგული ქვეითი… მზად ვარ თქვენი ნებისმიერი ბრძანება შევასრულო” – 44 წლის კადიროვმა უპასუხა რუსეთის პრეზიდენტს. “თქვენ საქმე კარგად იცით, ეფექტურად მუშაობთ, სიტუაციას შიგნიდან იცნობთ, ამიტომ ვფიქრობ, თქვენ არჩევნებზე უნდა წახვიდეთ” – უპასუხა პუტინმა.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 14 წელია ხელმძღავნელობს. ის საკუთარ თავს “პუტინის პროექტს” უწოდებდა, ოპოზიციას კი “ტურებს, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს დაშლაზე ოცნებობენ”.

რამზან კადიროვი აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების სიაშია მოხვედრილი. ვაშინგტონი თვლის, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი “პასუხისმგებელია წამების, მკვლელობების, სხვა დარღვევების გამო, რომლებიც ადამიანის საერთაშორისო ურთიერთობებს არღვევენ”. 2020 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კადიროვის სანქციების ახალი რაუნდის შესახებ გამოაცხადა, ასევე, სანქციები მოქმედებს მისი ცოლისა და ქალიშვილების წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭომ ჩეხეთს ბოშას სიკვდილის გამოძიებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება