პუტინმა ბაიდენის მოწვევა მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კლიმატის საკითხების შესახებ ლიდერების სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოწვევა მიიღო, რომელიც 22 აპრილს ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდება – 19 აპრილს კრემლმა გაავრცელა. “პუტინი ფართო საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში რუსეთის დამოკიდებულებებს გააჟღერებს, რომელიც კლიმატის გლობალური ცვლილების ნეგატიურ შედეგებს შეეხება” – “დოიჩე ველე” კრემლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ს მიერ 22-23 აპრილს ორგანიზებულ ვირტუალურ სამიტზე საუბარი იქნება გლობალურ დათბობაზე. სამიტზე, ასევე, სიტყვით გამოვა ჩინეთის წარმომადგენელი სი ცზინპინი.

banner
წინა სტატიაშირაულ კასტრო მიგელ დიას-კანელმა შეცვალა
შემდეგი სტატიაბერძენიშვილი: ქუჩაში მარტო დარჩენილი “ნაცმოძრაობა” დაღმასვლას ვერ გადაურჩება