რაულ კასტრო მიგელ დიას-კანელმა შეცვალა

კუბას პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელ ბერმუდესი კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს – ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს პარტიის მერვე ყრილობაზე – 19 აპრილს ადგილობრივმა სააგენტომ Prensa Latina გაავრცელა. ყრილობის უკანასკნელ დღეს სიტყვით გამოსვლისას რაულ კასტრომ მხარი დაუჭირა 60 წლის დიას-კანელს და განაცხადა, რომ პარტიის ხელმძღვანელად მუშაობის გააგრძელებას არ აპირებს.

89 წლის რაულ კასტრო პარტიის ხელმძღვანელობიდან 16 აპრილს გადადგა და თქვა, რომ ქვეყანას “კარგად მომზადებულ პარტიულ მოღვაწეებს უტოვებს”, რომლებიც კუბის 1959 წლის რევოლუციის იდეების ერთგული გამგრძელებლები იქნებიან. გარდა ამისა, უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში პირველად პარტიის ხელმძღვანელი არ იქნება კასტროს გვარის წარმომადგენელი. რაულ კასტრომ პოსტი თავისი უფროსი ძმისგან, ფიდელისგან გადაიბარა, რომელიც ქვეყანას 1959 წლიდან მართავდა. კუბის რევოლუციის ლიდერი 2016 წელს გარდაიცვალა. რაულ კასტრო ქვეყანას ოფიციალურად 2008 წლიდან მართავდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა 20:30 საათზე ჩაინიშნა
შემდეგი სტატიაპუტინმა ბაიდენის მოწვევა მიიღო