პუტინი: თურქეთს რუსეთთან ურთიერთობა ჩიხში შეყავს

რუსეთი ზურგში დარტყმებს მოღალატეობრივს უწოდებს იმისგან, ვინც ტერორიზმთან ბრძოლაში პარტნიორი ეგონა – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

მისი თქმით, “ისეთი შთაბეჭდილება იქნება, თითქოს თურქეთის მთავრობა სპეციალურად ცდილობს რუსულ-თურქული ურთიერთობა ჩიხში შეიყვანოს”.

“თურქეთის უმაღლესი პოლიტიკური დონიდან ჩვენ დღემდე არ გაგვიგია ბოდიში, ან შემოთავაზება ზარალის ანაზღაურებაზე, ან მოწოდება, დამნაშავე დაისაჯოს ჩადენილი დანაშაულისთვის” – თქვა პუტინმა.
რუსული ბომბდამშენი სუ-24 სირია-თურქეთის საზღვარზე იქნა ჩამოგდებული. თუქრული მხარის მტკიცებით, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა თურქეთის საჰაერო სივრცე ბევრი გაფრთხილების მიუხედავად მაინც დაარღვია. სუ-24-ის პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი დაშვებისას მიწიდან დაცხრილეს და გარდაიცვალა. მეორე პილოტი 12 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ იქნა ნაპოვნი. ის ცოცხალია და თავს ჯანმრთელად გრძნობს.

banner
წინა სტატიაში“მტკიცებულებების კუთხით ჩიხში ვართ შესული” – შოთაძე გვარამიას შანტაჟის საქმეზე
შემდეგი სტატიაისლამურმა სახელმწიფომ უკრაინა მტრად გამოაცხადა