ისლამურმა სახელმწიფომ უკრაინა მტრად გამოაცხადა

ისლამურმა სახელმწიფომ საკუტარ მტრად გამოაცხადა უკრაინა, ლიტვა, მოლდოვა, პოლონეთი და ისეთი რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც არანაირი კავშირი არა აქვთ სირიის კონფლიქტთან. “რუსეთის, ირანის და თურქეთის მხარდაჭერით თქვენ ეშმაკთან კოალიციაში შეხვედით” – ნათქვამია ჯიჰადისტების ახალი ვიდეოში, რომელზეც გუშინ ბრიტანული Mirror Online საუბრობდა.

ოთხწუთიან ვიდეოში, რომელიც უკვე ამოღებულია იუთუბიდან, 60 ქვეყნის დროშა იყო დემონსტრირებული, რომლებიც, ტერორისტების მტკიცებით, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციაში შედიან. მაშ შორის არის აშშ, კანადა, ავსტრალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, რუსეთი, ტუნისი და მალტა.

გამომცემლობის თქმით, იგივე მიმართვა გამოქვეყნდა რამდენიმე ენაზე, მათ შორის რუსულ, ფრანგულ და თურქულ ენებზე.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: თურქეთს რუსეთთან ურთიერთობა ჩიხში შეყავს
შემდეგი სტატიაერდორანი: რუსულ-თურქული პროექტების შეჩერების აუცილებლობას ვერ ვხედავ