“მტკიცებულებების კუთხით ჩიხში ვართ შესული” – შოთაძე გვარამიას შანტაჟის საქმეზე

ნიკა გვარამიას შანტაჟისა და მუქარის საქმე, რომელზეც პროკურატურამ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო გამოძიება ჩიხშია შესული-ამის შესახებ განცხადება დღეს მთავარი პროკურორის მოადგილემ და მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტში გააკეთა.

შოთაძე აცხადებს, რომ ვერც გვარამიას სიტყვებს, რომ მას აშანტაჟებენ და ვერც ახვლედიანის ჩვენებას ვერავინ ადასტურებს.

“სხვა მოწმე არავინ არ არის, ვინც დაადასტურებდა ნიკა გვარამიას სიტყვებს, ასევე ალექსი ახვლედიანის სიტყვებს, შესაბამისად ჩვენ მტკიცებულებების კუთხით ჩიხში ვართ შესული. მართლა ჩემთვის კითხვის ნიშანი არსებობს როგორ შეიძლება ამ ფაქტს მოვფინოთ ნათელი. ეს არის რეალობა,”- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ეს განცხადება შოთაძემ დეპუტატ ეკა ხერხეულიძის კითხვაზე პასუხად გააკეთა.

“ნუ გგონიათ ხალხი შეეგუება, რომ თქვენ შეგიძლიათ მსგავსი თემებით მსგავსი მეთოდებით აშანტაჟოთ ადამიანები, რომლებიც თქვენ არ გემონებიან, ეს არ მოხდება არც ერთ შემთხვევაში,”- განაცხადა დეპუტატმა მიმართვის დროს.

banner
წინა სტატიაშიბაღდათში მდინარე ხანისწყლის ნაპირგამაგრება დასრულდა
შემდეგი სტატიაპუტინი: თურქეთს რუსეთთან ურთიერთობა ჩიხში შეყავს