პუტინი დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის მკვლელობას გამოეხმაურა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამძიმარი გამოთქვა დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობის გამო – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის საიტი აქვეყნებს.

“ალექსანდრ ზახარჩენკოს მოღალატური სიკვდილი – ეს იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მათ, ვინც აირჩია ტერორი, ძალადობა, შეშინება, არ უნდათ ნამდვილი მშვიდობა, კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა, არ უნდათ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობასთან დიალოგი და სიტუაციის დესტაბილიზაციას უჭერენ მხარს, უნდათ, რომ დონბასის მოსახლეობა მუხლებზე დააჩოქონ. მათ ეს არ გამოუვათ ” – ნათქვამია პუტინის განცხადებაში.

 

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ის ერთ-ერთ კაფეში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ვერსიით ” ზახარჩენკოს სიკვდილი, შესაძლებელია, შიდა კრიმინალური კონფლიქტის შედეგი იყოს”.

banner
წინა სტატიაშიდონეცკში სეპარატისტების ლიდერი მოკლეს
შემდეგი სტატიამთვრალი იაპონელი ბორანიდან გადავარდა და დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდა