თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია – მიხაილ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მიხაელ როთი წერს, რომ თბილისი ევროპის დედაქალაქია, სადაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები თავგანწირვით იცავენ ევროპულ მომავალს.

“მანამ, სანამ ასეთი მამაცი, დიდებული ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი ვიწრო აზროვნების მქონე, მხდალი ნაციონალისტების გამო არ გაქრება. თბილისი ახლა ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. დაე მშვიდობიანი დარჩეს! დაე აგენტების კანონი შეჩერდეს” – წერს როთი.

banner
წინა სტატიაში„ლილო მოლის“ ბაზრობაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობა – ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიასხდომები განახლდება, როდესაც დღესასწაულები ჩაივლის და მერე ვნახავთ, ვის ვისი ეშინია – თალაკვაძე