“უსაფრთხოების მაღალი დონის გამოცხადება გამოიწვია პარლამენტზე ძალადობრივმა შეტევამ და ეს არის ერთ-ერთი აშკარა მტკიცებულება, არგუმენტი იმისა, რომ გუშინ ნამდვილად იყო მცდელობა, რომ აქციები ძალადობრივ სცენარში გადაზრდილიყო. რაც შეეხება პოლიტიკურ უმცირესობას და რადიკალურ ოპოზიციას, კარგია, რომ ხუმრობის ხასიათზე არიან. ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია. სხდომები განახლდება, როდესაც დღესასწაულები ჩაივლის და მერე ვნახავთ, ვის ვისი ეშინია”- ამბობს თალაკვაძე.