დონეცკში სეპარატისტების ლიდერი მოკლეს

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო დონეცკში, ერთ-ერთ კაფეში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა – 31 აგვისტოს რუსული მედიაზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” აქვეყნებს. აფეთქება რესტორან “სეპარში” მოხდა, რომელიც ზახარჩენკოს რეზიდენციის გვერდით მდებარეობს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, აფეთქება, სავარაუდოდ, უკრაინის სპეცსამსახურების ორგანიზებით მოხდა. “ყველა მიზეზი არსებობს რომ ვიფიქროთ, რომ ამ მკვლელობის უკან კიევის რეჟიმი დგას, რომელიც მსგავსი მეთოდებით უსწორდება სხვაგვარად მოაზროვნეებს” – განაცხადა ზახაროვამ.
თავის მხრივ, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა მომხდარზე საკუთარი ვერსია გამოთქვა. “ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ზახარჩენკოს სიკვდილი, შესაძლებელია, შიდა კრიმინალური კონფლიქტის შედეგი იყოს” – “112 უკრაინამ” გაავრცელ

banner
წინა სტატიაში“კაცი გაეროდან” და სამი რუსი ჟურნალისტის მკვლელობა
შემდეგი სტატიაპუტინი დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის მკვლელობას გამოეხმაურა