მთვრალი იაპონელი ბორანიდან გადავარდა და დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდა

იაპონიაში ბორნით მოგზაურობისას მთვრალი მგზავრი ბორტიდან გადავარდა. 52 წლის ბიზნესმენი ჰიზატერუ სიეძიმა, დაახლოებით მგზავრობის მეოცე წუთზე ფოტოების გადასაღებად ბორტზე გავიდა. მანამდე მას იმდენი ჰქონდა დალეული, რომ მყარად ვერ იდგა ფეხებზე. წყალში გადავარდნის შემდეგ სიეძიმა მაშინათვე გამოფხიზლდა და მაიაკის მხარეს გაცურა, რომელიც უკაცრიელ კუნძულ ჰაშიმაზე დგას. ნაპირზე გასული მამაკაცი მიწაზე დაეცა და მთელი დღე ძალების აღდგენას დაუთმო. მომდევნო დღეს ბიზნესმენმა დაინახა მეთევზეების გემი. ის წყლის დაბალი დონის გამო კუნძულს ვერ მიუახლოვდა, თუმცა მეთევზეებმა იაპონელ რობინზონს ბოთლით ვისკი გადაუგდეს და თვითონ საგანგებო სამსახურები გამოიძახეს.
ჰიზატერუ სიეძიმა თავს კარგად გრძნობს. ექიმებმა თქვეს, რომ მას დაზიანებები არ მიუღია.

banner
წინა სტატიაშიპუტინი დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის მკვლელობას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაბრალდებულს, რომელმაც ლიფტში ქალს 60-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, 17 წლით პატიმრობა შეეფარდა