მხნეობას ვუსურვებ ჩვენს მომავალ თაობას! უარი ყველაფერს, რაც მაოხრებელი რუსეთიდან მოდის! – გიორგი მამალაძე

GEN Z-ის თაობის “მამული, ენა, ერთობა” საერთოდ არ მოდის წინააღმდეგობაში ჭავჭავაძისეულ და სახარებისეულ თეზისებთან – გიორგი მამალაძე იმ სასულიერო პირებს პასუხობს, ვინც ახალგაზრდების ძაგებით არის დაკავებული.

დეკანოზი მართმადიდებლობის “გულმხურვალე დამცველების” საყურადღებოდ წერილს აქვეყნებს, რომელსაც მისი ძმა გიორგი მამალაძე ავრცელებს.

“რამდენიმე დღეა ფსევდო სასულიერო პირთაგან ვისმენ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის ძაგებას, თითქოსდა მათ ცვლილება შეიტანეს წმ. ილია მართლისეულ ტრიადაში. ახალგაზრდებმა თქვეს “მამული, ენა, ერთობა” ანუ თითქოს უარყვეს “სარწმუნოება” და ეს აღქმულ იქნა მართმადიდებლობის მტრობად, ღმერთისაგან განდგომად. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძემ თავისი ტრიადა გიორგი მერჩულესეულ თეზისზე – ” ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების,რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის……” და ა.შ. ჩამოაყალიბა, რომელსაც მოყვა ” ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” (პატრიარქ. ილია II),
ხოლო GEN Z-ის თაობის მიერ წარმოთქმული ” მამული, ენა, ერთობა”
საერთოდ არ მოდის წინააღმდეგობაში მერჩულესეულ, ჭავჭავაძისეულ და, გნებავთ, პატრიარქისეულ თეზისებთან, უპირველეს ყოვლისა კი, სახარებისეულთან. (
მართმადიდებლობის “გულმხურვალე დამცველების” საყურადღებოდ! უფალი ბრძანებს: “სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.”( მათეს სახარება XVIII თავი, 20 მუხ.) ანუ ქრისტიანობა, მართმადიდებლობა (ჩვენი სარწმუნოება) სწორედაც რომ ერთობაა! ამიტომ ფსევდო მართმადიდებლობა და პოპულიზმით გამსჭვალული ეკლესიის დამცველობა სხვა არაფერია თუ არა ცრუ სწავლება და მომავალი თაობის დაბრკოლება. დამბრკოლებელთათვი კი უფალი ბრძანებს: ” უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან”. ( მარკოზის სახარებს IX თავი, 42 მუხ.).
მხნეობას ვუსურვებ ჩვენს მომავალ თაობას! უარი ყველაფერს, რაც მაოხრებელი რუსეთიდან მოდის!
ძალა ერთობაშია!”, – ნათქვამია გიორგი მამალძის წერილში, რომელსაც მისი ძმა თორნიკე მამალაძე ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიშეშფოთებულები ვართ მთავრობის ქმედებებით, რომლითაც ქვეყანა კრემლს ემსგავსება – ECR
შემდეგი სტატიასაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს საპოლიციო ძალების სისასტიკეს და უკანონო ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ