პროქურთულია პარტია თურქეთის პარლამენტს ტოვებს

news
ავტ.: news ნოემბერი 7, 2016 10:13

პროქურთულია პარტია თურქეთის პარლამენტს ტოვებს

თურქეთის ოპოზიციური ,,ხალხთა დემოკრატიული პარტიის,, ხელმძღვანელობამ, პარტიის სახელით 6 ნოემბერს საღამოს, თურქეთის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, პროქურთული ,,ხალხთა დემოკრატიული პარტიის,, HDP-ს ციხის გარეთ დარჩენილმა ლიდერებმა, საკუთარი მხარდამჭერების მოთხოვნით, პარტიის 2 თანათავმჯდომარისა და კიდევ 9 პარლამენტის წევრი ლიდერის დაპატიმრების გამო, თურქეთის დიდ მეჯლისს დემარში გამოუცხადა და მეჯლისის დატოვებით იმუქრება.
თურქეთის პრემიერმა ბილალ ილდირიმმა HDP-ს ლიდერებს მოუწოდა დაბრუნდნენ პარლამენტში და ილაპარაკონ რაც უნდათ. ,,ოღონდ ნუ გახდებით ტერორისტების საფარველი,, მოუწოდა თურქეთის პრემიერმა ოპოზიციურ პარტიას.
,,ხალხების დემოკრატიულ პარტიას,, 59 მანდატი აქვს თურქეთის პარლამენტში და ის თავისი მასშტაბით მესამე ოპოზიციური პარტიაა ქვეყანაში. გასულ პარასკევს მისი ლიდერების დაკავებას დასავლეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა, რის გამოც პრეზიდენტმა ერდოღანმა ევროკავშირს და აშშ-ს ქურთების მუშათა პარტიის PKK-ს ტერორისტების მხარდაჭერაში დასდო ბრალი.

news
ავტ.: news ნოემბერი 7, 2016 10:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,743
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics