“ბელორუსი არ დახმარებია რუსეთს სამხრეთ ოსეთში და არ არც სომხეთს დაეხმარება ყარაბახში”

,,ბელორუსი არ დახმარებია სამხრეთ ოსეთს, როდესაც იქ რუსეთის განცხადებით მათი მოქალაქეები იღუპებოდნენ და არ დაეხმარება სომხეთს ყარაბახში. მითუმეტეს რომ სამხედრო მოქმედებები ყარაბახში დე-იურედ სომხეთის წინააღმდეგ აგრესიად არ ითვლება. აპელაცია ОДКБ-ში (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) მოკავშირეობის ვალზე სომხეთის მხრიდან იქნება მიზანშეუწონელი, რადგან თავად სომხეთს, რომელიც რუსეთის მოკავშირე იყო, არაფერი გაუკეთებია იგივე სამხრეთ ოსეთში რუსეთის სასარგებლოდ. ამიტომ საკითხის ასე დასმასაც კი – მინსკში განხილული იქნება როგორც პროვოკაცია”,- აცხადებს აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას ბელორუსის პარლამენტარიზმის ინსტიტუტის პროფესორი და პოლიტოლოგიის კათედრის გამგე ნიკოლაი მალიშევსკი.

მალიშევსკის განცხადებით, ბოლო დროს ბელორუს-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობები, ალექსანდ ლუკაშენკოს გარემოცვისა და ოჯახის წევრების დამსახურებაა, რადგან პრეზიდენტის გარემოცვაც და მისი ოჯახის ზოგიერთი წევრი ანტირუსულად არიან განწყობილები.

“ისინი განსაზღვრავენ საკადრო და მედია პოლიტიკას ქვეყანაში”- აცხადებს მალიშევსკი.

14996454_671470203013170_1190592940_n

 

banner
წინა სტატიაში„ბავშვობაში ზოგჯერ „თათარს“ მეძახდნენ, რის გამოც ვბრაზდებოდი!“
შემდეგი სტატიაპროქურთულია პარტია თურქეთის პარლამენტს ტოვებს