,,პროფესიული განათლების ახალი მოდელი ქვეყანაში მეტ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს”

,,პროფესიული განათლების ახალი მოდელი ქვეყანაში მეტ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით აღნიშნული რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს და შრომის ბაზარზე იქნება ორიენტირებული.

“გუშინ  საზოგადოებას მთავრობის რეფორმების პროგრამის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების, განათლების რეფორმის პირველი ნაწილი წარვუდგინეთ . დარწმუნებული ვარ, გეგმა, რომელიც გვაქვს და მივყვებით ნაბიჯ,ნაბიჯ, ეს არის ეკონომიკის გაძლიერება, შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემა, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისის ინფრასტრუქტურა და ეს არის საკმაოდ მოქნილი და ეფექტური სახელმწიფო მმართველობა, რაც ნამდვილად მისცემს ქვეყანას იმის საშუალებას, რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. განათლების პირველი ბლოკი, რომელიც გუშინ წარვადგინეთ, გახლავთ პროფესიული განათლების სრულიად ახალი მოდელი. დამსაქმებელთან ერთად სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელზე აგებულ სისტემას ნიშნავს. რაც უფრო მეტ კონკურენტუნარიან, პროფრსიონალ და უფრო მეტ დასაქმებულს ნიშნავს ქვეყანაში”- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა

banner
წინა სტატიაშიდღევანდელ სხდომაზე მთავრობა 32 საკითხს განიხილავს
შემდეგი სტატიანინოწმინდის მუნიციპალიტეტის 600 ოჯახისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება იგეგმება