დღევანდელ სხდომაზე მთავრობა 32 საკითხს განიხილავს

მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში ამ წუთებში მინისტრები იკრიბებიან. სხდომა 9:00 საათზე დაიწყება. დღის წესრიგის მიხედვით მინისტრები 323 საკითხს განიხილავენ.

ფინანსთა მინისტრი კოლეგებს  საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიაწოდებს.

სხვა მნიშნელოვან საკითხებს შორისაა ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან, ფლობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული შეთანხმებისა და ხელშეკრულებების დადების” საკითხი რომელსაც მინისტრებს კახი კალაძე წარუდგენს. ენერგეტიკის მინისტრი ,,საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებაც” ისაუბრებს.

შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმას წარადგენს  ჯანდაცვის მინისტრი.

თინა ხიდაშელი კი ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდის დაფუძნების შესახებ“ გააკეთებს განცხადებას.

მთავრობას ესწრება კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელიც მინდია ჯანელიძე.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში მდებარე რამდენიმე სანატორიუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის
შემდეგი სტატია,,პროფესიული განათლების ახალი მოდელი ქვეყანაში მეტ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს”