ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 600 ოჯახისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება იგეგმება

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფოკის და განჯის 600 ოჯახი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. შეგახსენებთ მთავრობა დღეს   “საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ” საკითხს განიხილავენ.

“600 ოჯახი ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფილი იქნება. მოგეხსენებათ, რომ რეგიონში არის ძალიან მძიმე კლიმატური პირობები, ამიტომ ვფიქრობთ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება. დღეს ვიხილავთ ამ ინიციატივისთვის შესაბამისი საბიუჯეტო თანხების გამოყოფის საკითხს”, – განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,პროფესიული განათლების ახალი მოდელი ქვეყანაში მეტ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს”
შემდეგი სტატიაგერმანიამ საქართველოს 135 მილიონი ევროს სესხი და 5 მილიონი ევროს გრანტი გამოუყო