პროკურატურამ გურჯაანის რაიონულ სასამართლოს დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე შუამდგომლობით მიმართა

პროკურატურამ დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობისთვის შუამდგომლობით გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მიმართა, – აღნიშნულის შესახებ კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ელოდება, თუ რომელ მოსამართლეს დაეწერება კირკიტაძის აღკვეთზე მსჯელობა და რომელ საათზე ჩანიშნავს სასამართლო პროცესს.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ აღნიშნულის შესახებ, დაახლოებით, ერთ საათში გახდება ცნობილი. ის არ გამორიცხავს, სასამართლომ კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელოს.

დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მისი თქმით, დავით კირკიტაძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რასაც კირკიტაძე არ აღიარებს და მშრალ შიმშილობას იწყებს.

banner
წინა სტატიაშიშიმშილობის მე-6 დღე – პირველი პრეზიდენტის შვილები, მამის გარდაცვალების საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი