შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს
დაბადებული ი.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით
დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ა.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თელავში,
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის შენობაში, წარსულში
არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, „საიგას“ სისტემის
რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები
მიაყენა 1993 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, 1998 წელს დაბადებულ გ. გ.-ს და 1998
წელს დაბადებულ ლ. ბ.-ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის
სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ გურჯაანის რაიონულ სასამართლოს დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე შუამდგომლობით მიმართა
შემდეგი სტატიაარჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე – შსს განცხადებას ავრცელებს