პროკურატურა კატალონიელი სეპარატისტებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

ესპანეთის პროკურატურამ კატალონიელი სეპარატისტებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. მოძრაობის თორმეტ მთავარ ფიგურას ბრალი კატალონიის გამოყოფის მცდელობისას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ედება, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში მოხდა.

კერძოდ, კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილე ორიოლ ჟუნლერასისთვის პროკურატურამ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, პარლამენტის ექს-სპიკერის კარმა ფურკადეისთვის და კატალონიის ეროვნული ასამბლეის ყოფილი ხელმძღვანელი ჟორდი სანჩესისთვის – 17 წელი.

სულ სასამართლოს წინაშე კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის 18 ლიდერი წარსდგება. სასამართლო პროცესი 2019 წლის დასაწყისში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ და თურქეთმა ერთმანეთს სანქციები მოუხსნეს
შემდეგი სტატიაკუბა და რუსეთი “სტრატეგიულ კავშირებს აფართოვებენ”