კუბა და რუსეთი “სტრატეგიულ კავშირებს აფართოვებენ”

კუბასა და რუსეთის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის “სტრატეგიული კავშირების” გაფართოვების შესახებ გეგმებზე ისაუბრეს და აშშ-ს მოუწოდეს კუბას ბლოკადა მოუხსნას. კუბის ლიდერი მიგელ დიას-კანელი ვლადიმირ პუტინს კრემლში შეხვდა 2 ნოემბერს. კუბის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ დიას-კანელი რუსეთში პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირების გასაფართოვებლად ჩავიდა – “ამერიკის ხმა” წერს.
დიას-კანელი 2018 წლის აპრილში გახდა კუბის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა კატალონიელი სეპარატისტებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს
შემდეგი სტატიამიგრანტების ქარავანმა აშშ-ს ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა