აშშ-მ და თურქეთმა ერთმანეთს სანქციები მოუხსნეს

აშშ-მ ორ თურქ პოლიტიკოსს სანქციები მოუხსნა, რომელიც ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გამო დააწესა – Reuters-ი წერს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, საპასუხოდ, ანკარამ სანქციები მოუხსნა ორ ამერიკელს – იუსტიციის მინისტრს და გენერელურ პროკურორს ჯეფ სეშნს და საშინაო უსაფრთხოების მინისტრს კრისტენ ნილსენს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირების ნიშანია.
პასტორ ენდრიუ ბრანსონს ჯაშუშობაში და თურქეთში 2016 წელს გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორებთან კავშირში ედებოდა ბრალი. მას სამ წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

banner
წინა სტატიაშისოტბის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატი, „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გამოჩნდა
შემდეგი სტატიაპროკურატურა კატალონიელი სეპარატისტებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს