პრინცი უილიამისა და მისი მეუღლის სასახლის წინ უცნობმა თავი დაიწვა

ლონდონში, კენსინგტონის სასახლის წინ, უცნობმა მამაკაცმა თავი დაიწვა – ამის შესახებ The Daily Mirror წერს.
დასახმარებლად მოსულმა ჯგუფმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლო და ის მიღებული ტრამვის შედეგად გარდაიცვალა.

მამაკაცის სახელი და გვარი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ვარაუდობენ, რომ ის შესაძლებელია ლონდონის ცენტრალური საავადმყოფოს პაციენტი იყოს, რომელიც წუხელ პალატიდან გაიპარა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი რუხაძის ინტერესი ,,იმედთან“ და ,,მაესტროსთან“ – ბიზნესმენი დეტალებზე საუბრობს
შემდეგი სტატიასამხედრო-პოლიტიკური ვითარება სირიაში