სამხედრო-პოლიტიკური ვითარება სირიაში

ვასიკონაწილი II

2016 წ. „ჩრდილო ალეპოს სამხედრო ოპერაცია“

2016 წ. 1 თებერვალს, სირიის სამთავრობო არმიამ, რომელსაც აქტიურად ეხმარება ლიბანური „ჰეზბოლა“ (ასევე, ირანელი მოხალისეები, ავღანელი და ერაყელი შიიტები) დაიწყო ე.წ. „ჩრდილო ალეპოს სამხედრო ოპერაცია“.

აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში სირიის სარდლობა გეგმავს კონტროლი აღადგინის სირია-თურქეთის საზღვრის იმ მონაკვეთებზე, საიდანაც წლების მანძილზე გრძელდება ბოევიკების მომარაგება (ცოცხალი ძალა, შეიარაღება, დაფინანსება) და შემდეგ ალეპოში მყოფი ტერორისტული დაჯგუფებების ეტაპობრივი განადგურება.

რუსული ავიაცია 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს დარტყმებს ბოევიკების პოზიციებზე, რაც უადვილებს სამთავრობო არმიას დაიკავოს დასახლებები.

სამზადისი

2016 წ. იანვრის მეორე ნახევარში დამასკომ ალეპოს სპეცოპერაციისათვის დაახლ. 3000 ჯარისკაცი გადაისროლო ქვეყნის ჩრდილოეთით.

ოპერაციაში მონაწილე სამხედრო მაღალჩინოსნები:

  • გენერალი ყასემ სულეიმანი (ოპერაციის ხელმძღვანელი)
  • გენერალი მოჰსენ ყაჯარიანი (ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდალი). დაიღუპა ბრძოლაში
  • გენერალ-ლეიტენანტი ალი აბდულაჰ აიუბი (სირიის სამთავრობო არმია).
  • გენერალი ჰაფეზ აჰმედ ალ-აბუუდი (სირიის სამთავრობო არმია). დაიღუპა ბრძოლაში
  • პოლკოვნიკი ნავაფ ჰამად ალ-ხათიბი (სირიის სამთავრობო არმია). დაიღუპა ბრძოლაში

 

ირანის და რუსეთის როლი აღნიშნულ ოპერაციაში

ირანი თავიდანვე იყო დაინტერესებული ბაშარ ასადის ხელისუფლების შენარჩუნებაში, რადგან მისი მოწინააღმდეგეების გამარჯვების შემთხვევაში დამასკოში ჩამოყალიბდება უკიდურესად ანტი-ირანული რეჟიმი; დამასკოს დაკარგვით დიდი საშიშროება შეექმნებოდა ლიბანელ შიიტების პოზიციებს (შეადგენენ 4.4 მლნ. მოსახლეობის 27-30%). აქედან გამომდინარე სულაც არაა გასაკვირი, თუ რატომ იბრძვის მთელი თავისი რესურსით „ჰეზბოლა“ ბაშარ ასადის მხარეს (გადაუმოწმებელი ინფორმაციით, სირიში იბრძვის დაახლ. 15’000 „ჰეზბოლას“ მებრძოლი).

როგორც არაერთი დასავლური წყარო იუწყება, რუსეთის ავიაციის დახმარების გარეშე სირიის სამთავრობო არმიის მასშტაბური წარმატებები შეუძლებელი იქნებოდა.

სირიელი ქურთების როლი

სირიელი ქურთების სამხედრო ნაწილები (ე.წ. სახალხო თავდაცვის რაზმები) აქტიურად მონაწილეობენ აღნიშნულ სპეცოპერაციაში. მათ, სირიის არმიასთან ერთად უკვე დაიკავეს სოფლები ალ-ზიარი და ხარაბეი.

9 თებერვლის მონაცემებით, ქ. აფინში მიმდინარეობს სირიელი ქურთების მობილიზაცია, რათა უახლოეს პერიოდში სირიის სამთავრობო არმიასთან ერთად დაიწყონ ქ. აზაზის განთავისუფლება (მდებარეობს თურქეთიდან 7 კილომეტრში).

სირიელი ქურთების სამხედრო ნაწილები მიუახლოვდნენ სამხედრო ბაზა “მენაჰს”. ამ სამხედრო ბაზის განთავისუფლება უაღრესად რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს თურქეთს, რადგან ამ ბაზიდან შემდგომ შესაძლებელი გახდება გაკონტროლდეს ის გზები, საიდანაც თურქეთიდან სირიაში გადადიან ბოევიკები.

ოპერაციის შედეგები

  • სამთავრობო არმიამ და „ჰეზბოლამ“ გაარღვიეს ბოევიკების პოზიციები და გაანთავისუფლეს შიიტური ქალაქები ნუბლი და ალ-ზაჰრაა.
  • სამთავრობო ძალებმა კონტროლი დაამყარეს რამოდენიმე სტრატეგიული დანიშნულების მონაკვეთებზე, საიდანაც ხორციელდებოდა ბოევიკების გადმოსვლა სირიაში
  • სამთავრობო არმიამ, მოკავშირეებთან ერთად გაანთავისუფლა ქ. მაიერის და 6 სოფელი — და მიუახლოვდა თურქეთის საზღვარს 25 კმ. მოშორებით
  • ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმებმა დაიკავეს დეირ ჯამალი და ათამდე სოფელი
  • 8 თებერვალს ქურთთა სამხედრო ნაწილები მიუახლოვდნენ სამხედრო ბაზა „მენაჰს“ (აღნიშნული ბაზა ბოევიკებმა დაიკავეს 2013 წ. აგვისტოში), მის სამხრეთ ნაწილში გაანთავისუფლეს დასახლება კაფრ ანტუნი
  • ალეპოს ჩრდილო ნაწილში ბოევიკთა თავსესაფარად ითვლება მხოლოდ — აზაზი, მარე და ტელ რიფანი.
  • ქურთთა სამხედრო ნაწილებმა გადაკეტეს კავშირი აზაზსა და ტელ რიფანს შორის.

 

ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი)

 

banner
წინა სტატიაშიპრინცი უილიამისა და მისი მეუღლის სასახლის წინ უცნობმა თავი დაიწვა
შემდეგი სტატიაჰააგის ციხეში სერბი გენერალი ტოლიმირი მოკვდა