ირაკლი რუხაძის ინტერესი ,,იმედთან“ და ,,მაესტროსთან“ – ბიზნესმენი დეტალებზე საუბრობს

რა კავშირი აქვს ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს ტეელკომპანია ,,იმედთან“ და ,,მაესტროსთან“ – რუხაძემ დეტალებზე ,,ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
,,მე არ მაქვს არანაირი ოფიციალური სტატუსი იმედდთან მიმართებაში. მე ვარ მრჩეველი პატარკაციშვილების ოჯახის, მე ვმართავ აქტივებს, მაგრამ აქ არ შედის არანაირი იმედის აქტივების მართვა, ფორმალური კონტრაქტიც არ მაქვს, როგორიც მაქვს მაგალითად რუსთავის მეტალურგიურლ ქარხანასთან, ბორჯომთან. მაგრამ რაღამც ვარ მრჩეველი, ამიტომ ამ კუთხით მიწევს ხოლმე ზოგჯერ იმედთან შეხება. მაესტროსთან საერთოდ არანაირი შეხება არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით, რომ მე ფული ვასესხე მის ერთ-ერთ დამფუძნებელს“ – აცხადებს რუხაძე.

გარდა ბიზნესინტერესებისა, სხვა რა ინტერესი აქვს ბიზნესმენს და რა გარანტია იმისა, რომ გასესხებული თანხა დაიბრუნოს გია გაჩეჩილაძისგან. რუხაძე აცხადებს, რომ გარანტია არაფრის არსებობს, გარდა იმისა, რომ ,,უცნობის“ მიერ გადაფორმებული წილი ამ თანხას თავისუფლად გადაფარავს.

,,სხვა ინტერესი შეიძლება მქონდეს, მაგრამ ესაა ბიზნესინტერესი და სხვა არაფერი. გარანტია არანაირი არ არსებობს ბოლომდე, არც მე მაქვს არანაირი გარანტია, თუმცა იმის გამო, რომ ეს 2,5 მილიონი მოხმარდა გია გაჩეჩილაძის მიერ 55%-ის კონტროლს, და იმ თანხებზე რომლელზეც აქამდე იყო საუბარი, მე მგონია, რომ მისი წილი ამ თანხას თავისუფლად გადაფარავს“ – აცხადებს ბიზნესმენი.

ირაკლი რუხაძე ბაია გადაბაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა სადაც გადაბაძე აცხადებს, რომ ის მაესტროს კონტენტით და შინაარსის დასაკუთრებითაა დაინტერესებული.

,,მე ვერ გავიგე ბაია გადაბაძის ეს გაცხადება, წავედი და ამოვიღე ის შეთვაზება, რომელიც 2015 წელს კოტე გოგელიას გავუკეთეთ, ჩვენ ვყუდულობდით არა აქციებს, არ გვინდოდა ძველი დავალიანებები გადმოყოლოდა და ამიტომ ვყიდულობდით აქტივებს, ერთ-ერთი არის კონტენტი და ფრჩიხლეში წერია სერიალები, ანიმაციები და ა.შ. ანუ ჩვენ ვყიდულბდით მთელ მათ ფილმოტეკას და ეს არის ჩამოწერილი კონტენტში, მაესტროს წაერმოებულ პროდუქტს, გარდა შენობა-ნაგებობისა“ – აცხადებს რუხაძე.

banner
წინა სტატიაშიარაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბედნიერებისა და ტოლერანტობის მინისტრი ეყოლებათ
შემდეგი სტატიაპრინცი უილიამისა და მისი მეუღლის სასახლის წინ უცნობმა თავი დაიწვა