ფრიდონ ინჯიას განცხადებით, საარჩევნო კოდექსმა უმეტეს შემთხვევაში გაამართლა

არჩევნების შემდეგ განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საარჩევნო კოდექსმა უმეტეს შემთხვევაში გაამართლა, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება.

„საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი რამ, რაც სხვა ქვეყნების კოდექსებში არ არის გათვალისწინებული. მე მხედველობაში მაქვს ჩვენი მენტალიტეტი, ჩვენი ადათ-წესი. საარჩევნო კოდექსში უნდა ჩაიდოს ისეთი მექანიზმები, რომლებმაც ხელი არ უნდა შეუშალოს საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და კონკურენტუნარიანობას. ამ კანონში, არჩევნების დღემდე ყველაფერი უნდა გაიწეროს, მოხდეს დარღვევების დიფერენცირება – დარღვევები, რომლებიც არის მძიმე და რომლებიც არის მსუბუქი. აქედან გამომდინარე შეიძლება, ისეთი რამ ჩაიწეროს, რომ პარტია მოიხსნას ოლქიდან“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიას შეფასებით, 2 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციებმა დამაკმაყოფილებლად იმუშავეს.

banner
წინა სტატიაშისუსი – ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ 3 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატია“დღეს თავად ნიკა მელიას სურვილის საფუძველზე ხდება მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა”