სუსი – ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ 3 მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.
უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. უკანონოდ დაკავებული ერთი პირი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით.
ადამიანების უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოებოს გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ნიკა მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი და ყოველი მესამე თბილისელი მას აძლევს ხმას – ეს არის შემაშფოთებელი
შემდეგი სტატიაფრიდონ ინჯიას განცხადებით, საარჩევნო კოდექსმა უმეტეს შემთხვევაში გაამართლა