“დღეს თავად ნიკა მელიას სურვილის საფუძველზე ხდება მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა”

პარლამენტის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს თავად ნიკა მელიას სურვილის საფუძველზე ხდება მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა და წინა შემთხვევისგან განსხვავებით, დღევანდელ კენჭისყრაში დრამატულ პრობლემას ვერ ხედავს.

„ჩვენ გვახსოვს სრულიად სამარცხვინო პროცესი, როდესაც პარლამენტმა ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ მისცა საშუალება ნიკა მელიას, გაესაჩივრებინა უკანონო განაჩენი, ისე შეუწყვიტა უფლებამოსილება. ის იყო ნამდვილად სამარცხვინო გადაწყვეტილება. დღეს ვითარება განსხვავებულია. დღეს თავად ნიკა მელიას განცხადების და სურვილის საფუძველზე ხდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტა, ამიტომ განსხვავებით წინა შემთხვევისგან, სადაც კენჭისყრა მართლაც სამარცხვინო და მიუღებელი იყო, დღევანდელ კენჭისყრაში ასეთ დრამატულ პრობლემას არ და ვერ ვხედავ. ეს პრინციპული საკითხი არ არის, რადგან თავად მელია ითხოვს. რა პოზიციას დაიჭერს მისი ფრაქცია, იმის მიხედვით გვექნება ჩვენც პოზიცია“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიფრიდონ ინჯიას განცხადებით, საარჩევნო კოდექსმა უმეტეს შემთხვევაში გაამართლა
შემდეგი სტატიაირაკლი ქადაგიშვილი: „ქართველ ხალხს ვულოცავთ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ქვეყნის ჩამოშლის, რევოლუციური მეთოდებით ხელისუფლებაზე და ხალხზე ძალადობის გეგმა არ განხორციელდა“