პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტებმა კომენტარები გააკეთეს

პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტებმა კომენტარები გააკეთეს, თუ რა კითხვები აქვთ გიორგი კვირიკაშვილთან.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლემა, თამარ ჩიქოვანმა განაცხადა, კითხვების შინაარსი დამოკიდებული იქნება პრემიერის პრეზენტაციაზე, სადაც საქმიანობის 100 დღის შესახებ ისაუბრეს.

„იმედი მაქვს, რომ კითხვები გაჩნდება პრეზენტაციის შემდეგ. როგორც ვიცი, ჯერ არის 100 დღის შეფასება და საარჩევნო 4-პუნქტიანი პროგრამა. გააჩნია, მერამდენე კითხვის დასმის უფლება მექნება. მაგრამ, მე მაინტერესებს ის გაუგებრობა, რომელიც შეიქმნა საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, თუ რაში ხედავს გამოსავალს, რომ ყველა იყოს კმაყოფილი და შეურაცხყოფილი არავინ დარჩეს“,-აღნიშნა თამარ ჩიქოვანმა.

ტელეკომპანია „კავკასიის“ წარმომადგენლეის მერაბ მეტრეველის თქმით კი, ძალიან ცუდად აფასებს გიორგი კვირიკაშვილის ურთიერთობას მედიასთან.

„გიორგი კვირიკაშვილი ცუდად ურთიერთობს მედიასთან. ეკონომიკის მინისტრობის დროსაც ცუდად ურთიერთობდა, გადაცემებში არ დადიოდა. იმდენი კითხვა და თემაა, არ ვიცი, რომელი ავარჩიო. შევხედავ სიტუაციას და იმის მიხედვით დავსვამ კითხვას“,-აღნიშნა მერაბ მეტრეველმა.

ტელეკომპანია „პირველის“ წარმომადგენლის, ნინო ჟიჟილაშვილის თქმით კი, ინტერესი პრემიერის პრესკონფერენციამ უკვე გამოიწვია.

„მინდა, მაინც პრესკონფერენცია დავარქვა ურთიერთობის ამ ფორმას, რადგან ასეა მიღებული ურთიერთობა პრემიერსა და ჟურნალისტებს შორის. ველოდები, რომ დღეს არ იქნება ისე, როგორც ყოფილი პრმიერის ციტატებით შეიარაღებული ხვდებიდა ჟურნალისტებს, შემდეგ სთხოვდა პასუხს მათ ფრაზაზე, გამონათქვამსა თუ შეკითხვაზე“,-აღნიშნა ნინო ჟიჟილაშვილმა.

მისივე თქმით, მართალია, გიორგი კვირიკაშვილი არ გაურბის მედიას, აკეთებს კომენტრებს, განცხადებებს, როცა ეს განსაკუთრებულად აუცილებელია, მაგრამ ჩვენ არ ვართ განებივრებული პრესკონფერენციებით და ბრიფინგებით.

„ნებისმიერ შემთხვევაში, პრესკონფერენციის ეს ფორმა, რაკიღა პირველად ვხვდებით, საინტერესოა. ალბათ უფრო მოვისმენ, რას იტყვის და მერე დავსვამ იმ კითხვებს“,-აღნიშნა ნინო ჟიჟილაშვილმა.

ტელეკომპანია “ტაბულას” წარმომადგენლმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ინიციტიავა ჟურნალისტებთან შეხვედრის,მედიასთან,საზოგადოებასთან კომუნიკაციის ყოველთვის ძალიან კარგია.

“ამას პოზიტიურად ვაფასებ, რაც შეეხება კითხვებს, ძალიან ბევრი მაქვს,ბუნებრივია გამქრალ ნდობასთან, შეუსრულებელ დაპირებებთან, რუსეთთან დააკავშირებით, პრორუსულ ძალებთან და ანტიდასავლურ ძალებთან ფლირტზე და ასე შემდეგ”,-აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატია“ისეთი მთავრობის შენარჩუნებას უწყობთ ხელს, რომელიც ლეღვის ფოთოლივით არის ამოფარებული იმ უხამსობაზე რაც ხდება ქვეყანაში”