სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

elchსასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ ხულორდავა საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სფეროში გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

კახა კახიშვილმა პასკალ მენიეს რეფორმის ძირითადი მიღწევები გააცნო და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა, მით უფრო სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოებისგან გამოცდილების გაზიარება, უწყებისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა საფრანგეთის ელჩს იმ ცვილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც უწყებაში 2012 წლის შემდეგ განხორციელდა და რომლის თანახმად, მსჯავრდებულთა პირობები და ჯანდაცვის სტანდარტი გაუმჯობესდა, მნიშვნელოვნად შემცირდა პატიმართა გარდაცვალების ფაქტები. საუბარი შეეხო, ასევე, პენიტენციური ჯანდაცვის ფარგლებში C ჰეპატიტთან ბრძოლის მეთოდებს, რომელიც უწყებაში წარმატებით ხორციელდება და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს. გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით გადანაწილების პროცესი, რომელიც 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მინისტრმა საფრანგეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. საქართველოსა და საფრანგეთის სასჯელაღსრულების სისტემებს შორის არსებობს თანამშრომლობის პრეცედენტი სასწავლო ცენტრთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, რეფორმების განხორციელების პროცესში ევროპული გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. კახა კახიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის საელჩოს ხელშეწყობით საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროსთან და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

lkiu

„საფრანგეთის ელჩთან ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ ვისაუბრეთ, შეხვედრის დროს ორმხრივ ვიზიტზე შევთანხმდით, რათა უფრო კარგად გავეცნოთ ერთმანეთის მუშაობის პრაქტიკას. საფრანგეთს სასჯელაღსრულების სფეროს თანამშრომლებისთვის საკმაოდ წარმატებული სასწავლო კურსები აქვს, ანალოგიური სასწავლო ცენტრი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაც გააჩნია. ერთობლივი თანამშრომლობა სასწავლო ცენტრის განვითარების კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“ – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.

საფრანგეთის ელჩი მსჯავრდებულების რისკების მიხედვით გადანაწილების პროცესით და ასევე, ქალი მსჯავრდებულების საკითხით დაინტერესდა.
„ჩემი სურვილი იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან შეხვედრა, რათა გავცნობოდი იმ რეფორმებს, რომელიც 2012 წლის შემდეგ ამ უწყერაში გატარდა, მათ შორის 2015 წელს შემოღებული ელექტრონული სამაჯურების სისტემას და მსჯავრდებულების რისკების მიხედვით დაყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის უკვე არსებობს თანამშრომლობის გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში, მიზნად დავისახეთ ამ ურთიერთობის გაღრმავება. მსურს საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრი საფრანგეთში მივიწვიო თავის კოლეგასთან შესახვედრად, რათა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები ერთობლივად დაისახოს“ – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში.

kaxida elchi

პასკალ მენიე დეტალურად გაეცნო იმ კანონპროექტებს, რომელიც ალტერნატიულ სასჯელების დანერგვას ითვალისწინებს და ასევე, ინფორმაცია მიიღო ახალი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საფუძველზე შეიქმნება. დაწესებულების ამოცანა მსჯავრდებულების გათავისუფლებისთვის მომზადება იქნება, შესაბამისად, მასში ის პირები მოთავსდებიან, რომელთაც სასჯელის ვადის ამოწურვამდე 6 თვე ექნებათ დარჩენილი.

banner
წინა სტატიაშიკანადაში სამმა ოჯახმა სპერმის ბანკს შიზოფრენიკი-დონორის გამო უჩივლა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტებმა კომენტარები გააკეთეს